ეს საინტერესოა
ძროხის შარდი კორონავირუსის წინააღმდეგ
ინდოეთში ჰინდუ აქტივისტები კორონას წინააღმდეგ ძროხის შარდს სვამენ,
ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ჰინდუ აქტივისტებმა წვეულება მოაწყვეს, რომლის დროსაც ძროხის შარდს სვამდნენ. იმ ფონზე, როცა მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ჰინდიუზმის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ძროხის შარდი ბევრი დაავადების განმკურნავი ელექსირია,

გამომდინარე იქიდან, რომ ძროხა ჰინდუიზმის მიმდევრებისთვის წმინდა ცხოველია.

ინდოეთში, სადაც 1,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ჰინდუიზმი ძირითადი რელიგიაა და ასობით მილიონი ადამიანია მისი აღმსარებელი.

ინდოელი მედიკოსები უარყოფენ იმას, რომ ძროხის შარდს მაკურნებელი თვისებები აქვს.



Print