ეს საინტერესოა
იაპონიაში 2035 წლისთვის შიდა წვის ძრავებინი მანქანები აიკრძალება
იაპონიის ხელისუფლებამ შეიძლება 2035 წლისთვის შიდა წვის ძრავებინი მანქანების გაყიდვა სრულიად აკრძალოს და ისინი ახალი ჰიბრიდული მანქანებითა და ელექტრომობილებით  ჩაანაცვლოს. ამის შესახებ Automotive News Europe იტყობინება იაპონური სატელევიზიო და რადიო კომპანია NHK-ზე დაყრდნობით.

პრემიერ მინისტრის იოშიჰიდე სუგიის განცხადებით 2050 წლისთვის ქვეყანაში ნახშირბადის გამონაბოლქვი ნულამდე უნდა შემცირდეს. ამჟამად იაპონიაში მუშაობენ გეგმაზე, რომ შეაჩერონ შიდა წვის ძრავებიანი ავტომობილების  გაყიდვა.
კვლევების თანახმად იაპონიაში ელექტრიფიცირებული მანქანების წილი 2030 წელს 55 პროცენტამდე გაიზრდება, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ელექტრომობილების წილი უფრო სწრაფად გაიზრდება, რადგან ბატარეების წარმოების ფასიც მოსალოდნელზე სწრაფად იცვლება,

Print