ეს საინტერესოა
გოგონამ რომელიც ტაბლეტზე თამაშობდა, მამას 500 ათასი დოლარი დააკარგვინა
33 წლის კალიფორნიელი ჯეკ მერფი 4 წლის შვილის გამო ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა. მამაკაცმა ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, რომ მისი ბარათიდან 510 ათასი დოლარი ჩამოიჭრა. ყველა თანხა, რომელიც ჯეკს ანგარიშიდან ჩამოეჭრა გადაირიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშზე, რომელიც ნიგერიაში მყოფ ობლებს ეხმარება,
თუმცა ჯეკს ასეთი გადაწყვეტილებები არ მიუღია და ამიტომ, როდესაც მიღებული შოკისგან გამოვიდა ინციდენტის დეტალების გარკვევა დაიწყო.

გაახსენდა, რომ მან თავისი პლასტიკური ბარათი მცირეწლოვანი გოგონას ტაბლეტს მიაბა იმისათვის, რომ შვილისთვის ორიოდე სათამაშო პროგრამა ეყიდა, შვილთან საუბრის შემდეგ კი საშინელი ამბავი შეიტყო გოგონამ აღიარა, რომ მან დააწკაპუნა რაღაც ბანერზე, რომელიც შემოწირულების შენატანს ითხოვდა, თუმცა სხვა დამატებითი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია, წერს BokDaily.

როგორც მერფიმ გაარკვია , ნიგერიაში აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაცია ფიქტიურია და თაღლითები ათავსებენ ბანერებს აპლიკაციებში, რომლებიც ავტომატურად ხსნიან თანხებს დაკავშირებული ბარათებიდან მეპატრონის თანხმობისა და დამატებითი დადასტურების გარეშე.

ამერიკელმა უკვე მიმართა პოლიციას, მთუმცა ეჭვი ეპარება, რომ ფულის დაბრუნებას შეძლებს.



Print