ეს საინტერესოა
ტოკიოში გამჭვირვალე შუშის საჯარო ტუალეტები გამოჩნდა
რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტოკიოში, შიბუას რაიონში ფერადი, გამჭვირვალე შუშის საჯარო ტუალეტები გამოჩნდა. ტუალეტები დამზადებულია ჭკვიანი მინისგან, რომელიც წყვეტს გამჭვირვალეობას, როდესაც ადამიანი შედის კაბინაში.

ეს საზოგადოებრივი საპირფარეშოები მუშაობს მარტივი პრინციპით – როდესაც ადამიანი შედის კაბინაში, მინა ბნელდება და წყვეტს გამჭვირვალეობას. გარდა მათი ძირითადი ფუნქციისა, მაღალტექნოლოგიური საპირფარეშოები ასევე მოქმედებენ როგორც ფარნები. სიბნელეში ისინი პარკებში არსებულ ბილიკებს ანათებენ.

ახალი ტუალეტების იდეა პრიცკერის არქიტექტურული პრემიის მფლობელ არქიტექტორ შიგერუ ბანს ეკუთვნის: მან თავისი წვლილი შეიტანა ტოკიოს ტუალეტების პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქში ამჟამად არსებული ტუალეტების სუფთა და უსაფრთხო სივრცეებით ჩანაცვლებას.


შიგერუ ბანის დიზაინით შექმნილი ტუალეტები ნათელი და ფერადია. და რაც მთავარია, ისინი გამჭვირვალეა. ტუალეტების განთავსებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია Nippon Foundation-მა იზრუნა. The Guardian-ის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ პროექტით მათ ორი რამის მიღწევა სურდათ: "პირველ რიგში, მარტივად რომ გავიგოთ, არის თუ ის სუფთა, მეორე მხრივ კი დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ იქ ჩუმად არავინ გველოდება"


გამჭვირვალე მოდელები ერთდროულად ორ პრობლემას წყვეტს – შუშის საშუალებით ხედავთ, სუფთაა თუ არა შიგნით კაბინა და არის თუ არა ის დაკავებული. ამ გზით პოტენციურ ვიზიტორს შეუძლია შეაფასოს, ღირს თუ არა გადახდა იქ შესვლისათვის


Print