ეს საინტერესოა
ავტომობილი ციდან ჩამოვარდნილ თევზს დაეჯახა
ციდან ჩამოვარდნილი თევზი მანქანას დაეცა და ბამპერში ჩაიჭედა. შემთხვევა აშშ – ს ტენესის შტატში მოხდა, ამის შესახებ  ინფორმაციას და ფოტოს ადგილობრივი საკონსერვაციო სააგენტო Tennessee Wildlife Resources Agency ავრცელებს.
. ”ჩვენ გვინახავს ბევრი ცხოველი, რომლებიც დაზარალდნენ მანქანებით, მაგრამ მათ შორის თევზი არასდროს ყოფილა.” - წერია სააგენტოს Facebook- ზე.
მათი თქმით, მანქანას თეთრი ოკუნი დაეცა, სააგენტოში თვლიან, რომ თევზი თეთრთავა არწივს მას შემდეგ ჩამოუვარდა , როდესაც მას სხვა მტაცებელი ფრინველი დაედევნა.

გამოქვეყნებულ კომენტარში, აინტერესებთ, თუ როგორ აუხსნის დაზიანებული მანქანის მძღოლი სადაზღვევო კომპანიას ასეთ უჩვეულო შემთხვევას.


Print