ეს საინტერესოა
დღეს ფერისცვალებაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალებას აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საღვთო ლიტურგიას მცხეთის სამთავროს მონასტერში აღავლენს, რომელიც 10:00 საათზე დაიწყებბა. წირვის შემდეგ ხილის კურთხევა გაიმართება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ!".

ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება - მთას ღრუბელი ადგება.
Print