ეს საინტერესოა
აპოხტის ხინკალი - მესხური ტრადიციული კერძი
აპოხტის ხინკალი - მესხური ტრადიციული კერძია და ამ კუთხეში საკმაოდ მოთხოვნადია. მესხურ ტრადიციულ კერძს, სადღესასწაულოდ, თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ.
აპოხტი, საქონლის ხორცისგან მზადდება. დამარილებულ ხორცს ხის გობში ინახავენ. ერთკვირიანი შენახვის შემდეგ ხორცი ირეცხება. ზამთრის განმავლობაში კი აშრობენ. გამომშრალი და დამარილებული ხორცი, მეომრებს ომში მიჰქონდათ.

აპოხტის ხინკლის მომზადება, საკმაოდ შრომატევადია. საშუალო სიმაგრის მოზელილ ცომს 15-20 წუთი აჩერებენ, შემდეგ აბრტყელებენ და პატარა კვადრატებად ჭრიან, დაჭრილ ცომში წინასწარ მომზადებულ პატარა ხორცის ნაჭრებს (აპოხტს) დებენ და ადუღებულ წყალში ყრიან, 7 წუთში ხინკალი მზად არის, სუფრაზე მიაქვთ ცხიმში მოთუშულ ხახვთან და მაწონთან ან არაჟანთან ერთად.



Print