როგორ მოვამზადოთ სალათი "საახალწლო დრაკონი"
"საახალწლო დრაკონი" არის სალათი, რომელიც ხილისგან მზადდება. ეს არის მსუბუქი და სასიამოვნო მისართმევი ახალი წლის "მძიმე" დღეებში. 


შემადგენლობა:


400 გ. კრაბის ჩხირები;
4-5 კვერცხი;
250 გ. დაკონსერვებული სიმინდი;
1 ვაშლი;
1 პრასი;
ჩინური კომბოსტოს 2-3 ფოთოლი;
3 კივი;
ზეთის ხილი;
კიტრი;
200 გ. მაიონეზი.




მომზადების პროცესი:


ამოიღეთ კრაბის ჩხირები და მოაცილეთ პარკი. წვრილად დაჭერით. ვაშლს ამოაჭერით ბირთვი და დაჭერით პატარა კუბებად. ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ თასში, მოასხით მაიონეზი, აურიეთ.


მოხარშეთ კვერცხები, გააგრილეთ, გააცალეთ კანი და ერთი კვერცხის ცილა გადადეთ ცალკე. დანარჩენი ყველაფერი დაჭერით კუბებად. ვაშლისა და კრაბის ჩხირს დაუმატეთ დაჭრილი პრასი, კვერცხი და სიმინდი.


სალათი დადეთ თეფშზე, დრაკონის ფორმა მიეცით. კივი დაჭერით ნაჭრებად და ზემოდან გააფორმეთ. გაუკეთეთ თვალები კვერცხის ცილისა და ზეთის ხილისგან, ასევე გააკეთეთ ფეხები ზეთისხილისგან.


ჩამოაყალიბეთ კუდი და ხერხემალი პრასის და ახალი კიტრისგან. გააკეთეთ ფრთები ჩინური კომბოსტოს ფოთლებისგან. ვუალა! - სალათა მზად არის! გემრიელად მიირთვით!
Print