შემწვარი კომში თაფლით
კომშის მოყვარულებო, არ გაუშვათ კომშის სეზონი ისე, რომ ეს გემრიელი დესერტი არ დააგემოვნოთ.
რეცეპტის ინგრედიენტები:

5 ცალი კომში
120 გრამი ნიგოზი
150 გრამი თაფლი
100 გრამი ქიშმიში
100 გრამი კარაქი
1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
1ჩ /კ ვანილი
ჩ/კ დარიჩინი

რეცეპტის მომზადების საფეხურები:

1. კომში გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და შუაგული ამოაჭერით.

2. თითოეული ნაჭრის შუაგულში 10 გრ კარაქი მოათავსეთ.

3. ამასობაში, დაჭერით ნიგოზი და ქიშმიშთან და თაფლთან ერთად აურიეთ. დაუმატეთ ½ ჩ/კ დარიჩინი, ½ ჩ/კ ვანილი და კარგად აურიეთ. თითოეული ნაჭერი მიღებული ნაზავით ამოავსეთ.

4. საცხობ ლანგარს მოუსვით ცხიმი და დაასხით 1 ჭიქა წყალი. მოალაგეთ გამზადებული კომში და 160 C-ზე 40 წუთით ოდნავ შებრაწვამდე აცხვეთ. მიირთვით თბილი. გემრიელია ვანილის ნაყინთან ერთად.


Print