აჩმა მარტივად და სწრაფად
ყველაზე მარტივი და სწარაფი ამჩმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სულ რაღას 30 წუთი.


ინგრედიენტები


კვერცხი გადასასმელად
კარაქი
კეფირი
კვერცხი
სულგუნი ან სხვა რბილი ყველი
სომხური ლავაში


მომზადების წესი

ყველი გავხეხოთ. კვერცხი ავთქვიფოთ და შევურიოთ კეფირი. შემდეგ ყველი და კვერცის მასა ერთმანეთს შევურიოთ. კეფირის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, ისე რომ მასა ოდნავ თხელი გამოვიდეს.

გვერდებიან ფორმას ცხიმი წავუსვათ და ჩავაფინოთ ლავაში. დავადოთ ყველის ნაწილი, ისევ ლავაშის ფენა, კვლავ ყველი და ბოლოს ლავაში.

ზემოდან ჩავჭრათ ცომი, ნაჭრებში ჩავასხათ დადმდნარი კარაქი, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთი ვაცხოთ.
Print