სასმელი შემოდგომის ხილით
შემოდგომას თბილ ამინდებს ნელ-ნელა ოქტომბერის სუსხი შემოერია. გთავაზობთ საშემოდგომო სასმელის რეცეპტს, რომელიც მეგობრების ოჯახის და წევრების გარემოცვაში  შეგიძლიათ მიირთვათ.

საჭირო მასალა:
0.5 ჭიქა კომშის ჯემი ან ჟელე.
2 ჭიქა ვაშლის წვენი.
1 ჭიქა შავი ყურძნის გადადუღებული წვენი.
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.
0.5 ჭიქა ლიმნის წვენი.


მომზადება: ვაშლის, ყურძნის, ლიმნისა და ფორთოხლის წვენი შევურიოთ ერთმანეთს და მიქსერის საშუალებით ამ მასაში გავთქვიფოთ კომშის ჟელე. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად ტკბილი მოგეჩვენებათ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი. სუფრასთან მივიტანოთ ცივი სახით.

Print