კექსი "შემოდგომა" ხილითა და სანელებლებით
მოამზადეთ უგემრიელესი შემოდგომის კექსი, ხილითა და სანელებლებით და გემრიელად გაატარეთ უქმეები საყვარელ ადამიანებთან ერთად.


ინგრედიენტები:

მუსკატის კაკალი
მიხაკი
დარიჩინი
სოდა
მარილი
ქიშმიში
ფქვილი
კვერცხი
შაქარი
დარბილებული კარაქი
მსხალი
ვაშლი
ნიგოზი


მომზადების წესი:


ქიშმიში ჩაალბეთ ცხელ წყალში 1 საათით. შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე, ფორმას წაუსვით კარაქი. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა, დარიჩინი, მუსკატი, მიხაკი, მწიკვი მარილი და შაქარი. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხი და დარბილებული კარაქი, შეურიეთ ფქვილიანი მასა. მიღებულ ცომს შეურიეთ კუბებად დაჭრილი, გათლილი ვაშლი, მსხალი, ქიშმიში და დაჭრილი ნიგოზი. ცომი გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 40-50 წუთი.
Print