საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

სწავლა დაიწყო ბორჯომის 20 საჯარო და ერთ კერძო სკოლაშიც.
Print