პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
98 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საკანონმდებლო ორგანოს ნდობა მოიპოვა ასევე 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამამ.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია.

პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია.

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი.

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.
Print