რძის პროდუქტები ქუჩაში და მაღაზიებში-რჩევები მომხმარებლებს
უნდა იყიდებოდეს თუ არა ქუჩაში რძე და რძის პროდუქტები და რამდენად დაცულია ამ დროს მომხმარებელი. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მსგავსი პროდუქტის ქუჩაში გაყიდვა კატეგორიულად აკრძალულია. მყიდველს სიფრთხილე და ეტიკეტზე დაკვირვება მაღაზიაში შეძენის დროსაც მართებს. დეტალები ნახეთ რუბრიკაში "სერვისი და მომხმარებელი".





ბორჯომის ქუჩებში რძე და რძის პროდუქტები თავისუფლად იყიდება. პროდუქტის რეალიზება ყოველგვარი პირობების დაცვის გარეშე ხდება. ადგილობრივების ნაწილი ქუჩაში ნაყიდ რძეს და რძის პროდუქტებს მოიხმარს. 






"ქუჩაში რძის პროდუქტების გაყიდვა კატეგორიულად აკრძალულია, რადგან დაცული არ არის ტემპერატურული რეჟიმი. რძის პროდუქტები ეს არის განსაკუთრებულად სათუთი და მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც უნდა ინახებოდეა რეალიზაციამდე მაცივარში. მაცივარი არ უნდა ირთვებოდეს, რადგან ბაქტერიები ძალიან სწრაფად ვითარდება, ბინძურდება და ხდება საკვებად უვარგისი. მომხმარებელი როდესაც რისკავს და ყიდულობს ქუჩაში ის საფრთხეს უქმნის, როგორც პირად ისე ოჯახის წევრების ჯანმრთელობასაც"- ამბობს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე. 









რაც შეეხება მაღაზიებში სარეალიზაციოდ გამოტანილ რძიე პროდუქტებს: 1 აგვისტოდან ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა. ეტიკეტზე რძისებრი და რძის მსგავსი ტერმინების გამოყენება აიკრძალა. მწარმოებელმა ზუსტად უნდა მიუთითოს პროდუქტის დასახელება.





იმ შემთხვევაში თუ რძის პროდუქტების შეძენისას ეტიკეტზე არ აღმოჩნდება პროდუქტის ზუსტი დასახელება, მომხმარებელმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს.






Print