დღეიდან, ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.
დღეიდან, 22 ივნისიდან ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა. 

პირბადეების ტარება გაჩერებებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში კვლავ სავალდებულოა.

ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. წესის დარღვევისთვის ასეულობით მოქალაქეს აჯარიმებდნენ. ჯარიმა 20 ლარია.

Print