ბაკურიანში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
გუშინ, 16 ივნისს ბაკურიანში ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე 3 სართულიან კორპუსის ნაწილს გადახადა სახურავი. მოძველებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინაში, წვიმის დროს წყალი სისტემატურად ჩადიოდა. გუშინდელმა შემთხვევამ კი მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ რომ ზარალს შეისწავლიან და მოსახლეობას ამის შემდეგ გაუწევენ დახმარებას.
Print