სამცხე - ჯავახეთში დასაქმების ფორუმი გაიმართება
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფორუმი იმართება. რეგიონში არსებული 40-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით. შეთავაზებული იქნება 200-ზე მეტი ვაკანსია და სტაჟირების შესაძლებლობა. ფორუმში ჩაერთვება 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაესაუბრონ დამსაქმებლებს. შეხვედრა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 10 ივნისს, 11-დან 4 საათამდე გაიმართება.

„დასაქმების ფორუმი სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN.დასაქმების ფორუმის თანაორგანიზატორები არიან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).
Print