შემთხვევა
ასპინძაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ ტოლოშთან. მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი - 29 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ასპინძის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print