ახალი ამბები
დაშავებული ბავშვი თბილისში გადაჰყავთ
ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი პალასის“ ფანჯრიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა.  შემთხვევა დღეს დაახლოებით 11 საათზე მოხდა.
3 წლის გოგონა, სასტუმროს მესამე სართულზე, ოთახში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვი შენობის ეზოში ასფალტზე დაეცა, დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში გოგონას პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

ოჯახი ბორჯომში დასასვენებლად საუდის არაბეთიდან ჩამოვიდა. სასტუმროში გუშინ განთავსდნენ და მის დატოვებას დღეს გეგმავდნენ.


Print