შემთხვევა
აივნიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია
ბორჯომში, ერთ-ერთი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვს კვლევები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა. ექიმის განმარტებით ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა დღეს, 24 თებერვალს მოხდა. 3 წლის გოგონა სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა. იგი მშობლებთან ერთად ბორჯომში ისვენებდა.
Print