შემთხვევა
ახალციხეში ავტომობილების შეჯახებისას სამი ბავშვი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. ერთმანეთს ახალქალაქის გზატკეცილთან Subaru - სა და BMW -ს ტიპის ავტომანქანები შეეჯახნენ.
tv9news.ge-ს ინფორმაციით ავარიისას სამი ბავშვი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკა ,,იმედში" მოათავსა. ორ მათგანს პირველადი დახმარება ჩაუტარდა, მესამე კი მართვის სუნთქვაზე მყოფი კატასტროფის ბრიგადამ თბილისის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.„ერთ-ერთი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას თავის ქალის მძიმე ტრამვა აღენიშნება. იგი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია და დამატებითი კვლევებისთვის თბილისის ბავშვთა სავადმყოფოში გადაიყვანეს“,- ამბობს ქირურგი კობა გრიგალაშვილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


Print