სამართალი
ჩხუბი ქორწილში, დაჭრილია სამი ახალგაზრდა
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში ქორწილის დროს 3 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პირველად Jnews-მა გაავრცელა.
როგორც გამოცემა წერს, გუშინ ღამით სოფელ კუმურდოს მცხოვრებლებმა ქორწილის მიმდინარეობისას იჩხუბეს. დაპირისპირების დროს კი 21, 23 და 26 წლის ახალგაზრდები დაჭრეს.
ახალგაზრდები ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ქირურგთა გადაწყვეტილებით, ორი დაშავებული შემდგომ თბილისში გადაიყვანეს. მათ ჭრილობები გულისა და მუცლის ღრუს არეში აღენიშნებოდათ.„მთავართან“ ექიმი ამბობს, რომ დაჭრილთა მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.


Print