ახალი ამბები
ფოთის მერიაში მოქალაქემ თვითდაზიანება მიიყენა
37 წლის მამაკაცმა ფოთის მერიის შენობაში თვითდაზიანება მიიყენა. მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეს აქამდე მათთვის არ მიუმართავს. უცნობია რა გახდა ინციდენტის მიზეზი.

„მოქალაქე შევიდა პირველ სართულზე, რომელსაც ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებაზე შეჰქონდა განცხადება და ცივი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება. მას აქამდე არ მოუმართავს ჩვენთვის“ - აცხადებენ მერიაში.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღნიშნული მოქალაქე ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი ზედაპირული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  ის იმყოფება მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფლებაში და უტარდება კვლევები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print