ახალი ამბები
მასწავლებელმა მოსწავლე სცემა
თელავის ერთ-ერთ სკოლაში,   პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი. მისი განცხდებით, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესზე მოხდა, რაც სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა.

“გიდასტურებთ, რომ შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესზე მოხდა . კამერებმა დააფიქსირეს , როგორ ეხება ფიზიკურად  პედაგოგი ბავშვს. ამ ყველაფერს ჩემი თვალით შევესწარი, რის შემდეგაც დავწერე წარდგინება და მივმართე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს” – ამბობს დირექტორი.

სავარაუდო მოძალადე პედაგოგი მედიასთან ამ ეტაპზე არ კონტაქტობს. სკოლის დისციპლინური კომიტეტი კი მომხდარს უკვე სწავლობს.



წყარო: MAK
Print