პოლიტიკა
"აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! " - უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო
"როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კენჭისყრა, პუტინი წააგებს. საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა!" - ეს სიტყვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების კენჭისყრამდე წარმოსთქვა.
სტრასგბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ზამთრის სესიაზე პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი მხარი 96-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმეგ 44 წავიდა.
რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა.


Print