ახალი ამბები
კატასტროფას კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც ემსხვერპლა
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც გარდაიცვალა.
კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

„ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა,“- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ, რომელიც მანამდე 5 გარდაცვლილის შესახებ საუბრობდა.

ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. მოგებული აქვს, NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star თამაში. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც NBA-ში თამაშში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც მინიმუმ 20 სეზონი ითამაშა.
Print