ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ზანავთან - დაშავებულია სამი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს სოფელ ზანავთან. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურები, რომლებმაც დაშავებულების ამოყვანა უზრუნველყვეს.

დაშავებულია სამი ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ტრანსპორტში იმყოფებოდა. დაშავებულები, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს: ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნულ თემაზე მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფი და დაშავებულების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ-გვერდს.
Print