ბორჯომში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თელვანისა და ჭობისხევის ტყის ბუდეებში,
მოქალაქეები - კახა გ. და ჯაბა ს. უკანონოდ მოპოვებული მრგვალი
მორების ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
ავტომანქანები დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტები