შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მეზღვაური
საქართველოს მოქალაქეა.
ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის,
ერთი კი საქართველოს მოქალაქე.
ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო დანარჩენი შვიდი წევრი
დაკარგულებად ითვლებიან. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ
ცურავდა.იგი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა
და მარცვლეულით იყო დატვირთული.