შემთხვევა
ბორჯომში, პლატოდან მანქანა ხევში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში მსხვერპლის გარეშე დასრულდა. დაზარალებული ხევიდან მაშველებმა ამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. დაზარალებულის მეუღლის ინფორმაციით, მდგომარეობა სტაბილურია. იმის გამო, რომ დაშავებული ადგილობრივი არ არის, მას თბილისის სამედიცინო ცენტრში მოათავსებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
Print