ახალი ამბები
ბათუმის სანაპიროზე ტურისტი გარდაიცვალა
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, ზღვაში კაცი დაიხრჩო. თვითხილველთა თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქის გადარჩენა ვერ შეძლეს.

თვითმხილველები ასევე, ამბობენ იმასაც, რომ კაცი ნაპირთან ახლოს იყო. ერთ-ერთ-ერთი ვერსიით, ის შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ახალი ბულვარის მიმდებარედ მოხდა.

ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარდზე გამოძიება მიმდინარეობს.


წყარო: AJARATIMES.GE
Print