ახალი ამბები
ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა, იგი ერთ-ერთ ობიექტზე იყო დასაქმებული. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის შეკეთება მიმდინარეობდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ალიგატორი-1” აწარმოებდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ბიჭი ექიმების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
Print