შემთხვევა
"ამბობენ ბურანი იპოვესო" - ბაკურიანის მცხოვრები
დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში, შემთხვევის ადგილზე ბურანი იპოვეს. "ასე ამბობენ, ბურანი ნახეს დღეს დილითო, დაზუსტებით არ ვიცი. ეძებენ როგორც მაშველები, ასევე ადგილობრივები" - ამბობს ტელეკომპანია "ბორჯომთან" ბაკურიანში მცხოვრები.

უკვე მეოთხე დღეა, ზვავში მოყოლილ ბაკურიანელ დიმიტრი გოგოლაძეს მაშველები უშედეგოდ ეძებენ. შემთხვევა 28 მარტს მოხდა. 48 წლის კაცი მთიდან წამოსულმა თოვლის მასამ მოიყოლა.

ტელეკომპანია "ბორჯომი" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას უწყებისგან ველოდებით.
Print