ახალი ამბები
ახალციხეში სახლი იწვის
დღეს, 29 მარტს ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი.

როგორც ადგილობრივები "სამხრეთის კარიბჭესთან" ამბობენ, ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ქუჩებზე ელექტროენერგია გათიშეს.




წყარო:
სამხრეთის კარიბჭე
Print