ახალი ამბები
ხაშურში მე-9 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს
ხაშურში, 14 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

არსებული ინფორმაციით, მე-9 კლასის მოსწავლე, გუშინ გვიან ღამით, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარედ უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახური ადგილობრივებმა გამოიძახეს, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.

იყო თუ არა უბედური შემთხვევა, ამას გამოძიება დაადგენს. ადგილზე სამართალდამცავების მიერ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Print