საზოგადოება
თუშეთში უბედური შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა
თუშეთში უბედური შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მოტოციკლით მთიდან ბარში მიდიოდა რა დროსაც ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ 112-ს მეგობრებმა შეატყობინეს. თუმცა, სამაშველო ჯგუფებს ის გარდაცვლილი დახვდათ. გარდაცვლილი ახალგაზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

წყარო: https://www.interpressnews.ge/
Print