ახალი ამბები
აბასთუმანში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა
"მეცხრე არხის" ინფორმაციით, აბასთუმანში, მშენებლობიდან 55 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა 15 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-თვის მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო მანქანები. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.


წყარო: მეცხრე არხი

Print