ახალი ამბები
ბორჯომში საცხოვრებელ ბინას ცეცხლი გაუჩნდა
ბორჯომში, თორის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსში, ცეცხლი საცხოვრებელ ბინას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. დაახლოებით 10 კვ. მ ფართობზე დამწვარია საოჯახო ნივთები. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. რა მიზეზით გაჩნდა ბინაში ცეცხლი, ამას შსს გამოიძიებს.
Print