ახალი ამბები
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

სტიქიის ზონაში დაკარგულ 35-მდე ადამიანს მაშველები კვლავ ეძებენ.
Print