ახალი ამბები
შოვის სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე ადამიანი ევაკუირებულია
ვერტმფრენებით კიდევ 80-მდე მოქალაქე გაიყვანეს კურორტ შოვის სტიქიური უბედურების ზონიდან. ინფორმაციას საქართველოს შსს ავრცელებს. ევაკუაცია დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობს რამდენიმე ასეული მაშველი.

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მეწყერი აქ ძლიერ წვიმას მოჰყვა. ამ დროისთვის დადასტურებულია 2 ადამიანის სიკვდილი.

სტიქიის ზონიდან 70 მოქალაქე ვერტმფრენებით 3 აგვისტოსვე გამოიყვანეს. გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს და მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად იმყოფებიან. წუხანდელი მონაცემებით კავშირი იყო დაკარგული 50-მდე ადამიანთან. გვიან ღამით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, რომელიც რაჭაში იმყოფება, ჟურნალისტებს აცნობა, რომ 6 ადამიანი უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან.



Print