შემთხვევა
ბორჯომში ავარია მოხდა
ამ წუთებში, ბორჯომში, ვაშლოვანის
დასახლებასთან ავარია მოხდა. ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე
ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღიძრა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო
საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და
მძღოლის დაჯარიმებას გულისხმობს.