შემთხვევა
ბორჯომიდან თბილისისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი აფეთქდა
ბორჯომიდან თბილისისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი აფეთქდა. 15 მგზავრიდან არავინ დაშავებულა.  აალებული ტრანსპორტიდან ყველამ მალევე შეძლო გადმოსვლა. მგზავრების თქმით, ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი იყო. ცეცლი სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის მოწყობილობას გაუჩნდა. შსს-მ გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების ნორმების მუხლის დარღვევით დაიწყო.


„ჩვეულებრივად მოვდიოდი, არაფერი პრობლემა არ ჰქონია. ერთ მომენტში ჩაქვრა. დავქოქე მანქანა და აფეთქდა“ - განაცხადა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა.


„დაშავებულები საბედნიეროდ არ გვყავს. უბრალოდ, მთელი გზა რაღაც ხმას გამოსცემდა ტრანსპორტი, მაგრამ გვითხრა საშიში არ არისო. მერე საცობში მოყვა და დაგვიძახა, სასწრაფოდ მანქანიდან გადადითო. ისე უცებ ჩამოვედი, კიდევ კარგი წინ ვიჯექი და რაც მოვასწარი გადმოვიტანე, რაც არა და დაიწვა. გზაში მანქანას პრობლემა ჰქონდა“ - მგზავრი.


„როგორც კი შემოვედით, რაღაცის ხმა იყო და უცებ ცეცხლი წაეკიდა მანქანას. რაც მოასწრო მძღოლმა, სანამ თავის კარებს გააღებდა, ჯერ ჩვენ გაგვიღო კარი რომ ჩამოვსულიყავით, დაშავებული არავინ არ არის. ტრანსპორტი და ბარგი დაიწვა“ - მგზავრი.


წყარო: ტელეკომპანია "მთავარი"


Print