შემთხვევა
ბორჯომში კვების ობიექტი ,,მაჰარაჯა’’ გაქურდეს
ბორჯომში კვების ობიექტი ,,მაჰარაჯა’’ გაქურდეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია ,,ბორჯომთან’’ საუბრისას ამბობენ, ობიექტზე გვიან ღამით შევიდნენ. ჩამსხვრეულია შენობის უკანა ფანჯარა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ-ჯერობით უცნობია რა წაიღეს კვების ობიექტიდან.
რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, ამ საკითხს ტელეკომპანია ,,ბორჯომი’’ შსს-ში არკვევს






Print