საზოგადოება
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი. მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ პირველადი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.


წყარო: mtavari.tv
Print