ახალი ამბები
საბერძნეთში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად,29 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი - დაშავდა
ცენტრალურ საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 85-ზე მეტი დაშავდა. მ აშველები ადგილზე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ.

შეჯახება ქალაქ ლარისასთან, მოხდა. მატარებელში კი 350-ზე მეტი მგზავრი იყო.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, რომ 194 მგზავრი უსაფრთხოდ გადაიყვანეს სალონიკში.

ხელისუფლების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.

წყარო: mtavari.tv
Print