შემთხვევა
საგარეჯოში მომხდარ ავარიას ვალელი ახალგაზრდა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა
საგარეჯოში, სოფელ თოხლიაურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ვალელი ახალგაზრდა და მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა, გარდაცვლილია ბავშვის ბებიაც. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 14 თებერვალს მოხდა.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებდნენ, ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ვალედან არის, წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად საგარეჯოში ცხოვრობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
Print