საზოგადოება
თურქეთში, დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 76 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში, დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 76 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 440 ადამიანი.

ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში.

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

წყარო:
https://www.interpressnews.ge/
Print