საზოგადოება
ავარია ჭაჭარაქთან - არის დაშავებული
დღეს, 2 თებერვალს დაახლოებით 08:40 საათზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქთან მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავიდა.

„ზემოდან მოდიოდა მოუცურდა თოვლზე და გადავარდა, როგორც ვიცი ერთი კაცი იყო შუახნის, რომელიც დაშავდა“,- ამბობენ თვითმხილველები.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშვებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მათი ინფორმაციით დაშავებულს მენჯის ტრავმა აღენიშნება.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

წყარო: sknews.ge
Print