ახალი ამბები
ახალციხეში სტადიონთან ხანძარია
დღეს, 19 იანვარს, საღამოს ახალციხის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს, რომელიც სააქციო საზოგადოება „ახალციხეტრანსს“ ეკუთვნის ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი სახანძრო ავტომობილია მობილიზებული.




წყარო:

სამხრეთის კარიბჭე
Print